суббота, 13 марта 2010 г.

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება


პროექტის სახელი: ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ანტიკური
კულტურის, მსოფლიოს უძველესი შვიდი საოცრების სახელგანთქმულ ძეგლებს.
პროექტის სრული აღწერა: მსოფლიოში უძველესი უამრავი სახელგანთქმული
ძეგლია,
მაგრამ ისინი მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში ვერ მოხვდნენ რადგან ანტიკურ საბერძნეთში ციფრი შვიდი ითვლებოდა სრულყოფილების სიმბოლოდ. ხელოვნებისა და არქიტექტურის შედევრებისათვის ხოტბის შესხმა წარმოადგენდა ძველი ბერძნული ელინისტური პოეზიის ერთ–ერთ ჟანრს, სწორედ მათი მეშვეობით გახდა შესაძლო ჩვენამდე მოეღწია ცნობას მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ.
მოსწავლეებს მიეცათ დავალება,კითხვარის შესაბამისად ეცნიკლოპედიასა და ინტერნეტში მოიძიონ მასალა მსოფლიოს უძველეს შვიდ საოცრებაზე, სადაც აღწერილი იქნება: საოცრების სახელი, მდებარეობა,რომელ ისტორიულ პერიოდს ეკუთვნის,რით არის უნიკალური, ვის სახელს უკავშირდება
,პარამეტრები, რომელმა მოაღწია ჩვენამდე უშუალოდ და რომელმა ვერა.
მონაწილეთა ასაკი: 10–11 წელი მე–5 კლასი
ვადების ხანგრძლივობა: ერთი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებად გაინაწილებენ თითო საოცრებებს და მოამზადებენ რეფერატებს,სლაიდებს, ფოტოებს, გაზეთს,ნახატებს .
მოსალოდნელი შედეგები : მსოფლიოს უძველესი საუკეთესო ქმნილებების გაცნობა კრიტიკული აზროვნების , კვლევის და საკომუნიკაციო უნარების
გამოვლენა. მსოფლიოს არქიტექტურისა და ქანდაკებების ნიმუშების გაცნობით მხედველობითი მეხსიერების, საკუთარ მოსაზრების ჩამოყალიბების და დაცვის უნარის განვითარება.
სარგებელი სხვისთვი : მოძიებული მასალის დემონსტრირება,მნიშვნელოვანი ფასეულობების, ისტორიული ძეგლების მოვლა გაფრთხილების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება.ცოდნის გაღრმავება მსოფლიოს უძველესი საოცრებების შესახებ და იმ ეპოქის გაცნობა როცა ხდებოდა მათი მშენებლობა. ფოტომასალების ნახვით ესთეტიკური სიამოვნების მიღება.
სამუშაო ენა : ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა, ისტორია, ხელოვნება,ისტ.
ქართული ენა: განუვითარებს მოსწავლეს ძირითად საკომუნიკაციო უნარ –ჩვევებს (წერა,კითხვა,მოსმენა,საუბარი,კვლევა,ძიება,დისკუსია,პრეზენტაცია )

ისტორია: გაეცნობიან ეპოქის, ადამიანთა წვლილს ხელოვნების მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ხელოვნების ისტორიული ძეგლების წვლილს კულტურის განვითარებაში.
ხელოვნება: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას უძველესი ცივილაზიციის არქიტექტურული ძეგლების მშენებლობის ხუროთმოძღვრების
ქმნილებების შესახებ.
ისტ: ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება.ისტ–ს მოხმარების
დემონსტრირება .
პროექტის ფასილიტატორი : მანანა ბრეგაძე
პროექტის ფასილიტატორის: ვებ–გვერდი :manana314blogger.blogspot.com











ეს თქვენ მეგობრებო სიყვარულით

ეს თქვენ მეგობრებო სიყვარულით